10 კითხვა ფილერზე დერმატო- კოსმეტოლოგ ქეთევან მიქელაძესთან.

თითოეულ ჩვენგანს სურს, საკუთარ გარეგნობაში მცირედი დეტალი მაინც შეცვალოს: ტუჩის მოცულობის გაზრდა, ცხვირის კეხის დაფარვა, ასიმეტრიის გასწორება, ნაოჭების ამოვსება , სახის ოვალის კორექცია და სხვა. ამაში გვეხმარება ბუნებრივი შემავსებელი ,სწორედ ამ საკითხზე, მომხმარებლების მხრიდან ყველაზე ხშირად დასმული 10 შეკითხვა ამოვარჩიეთ, რომელსაც დერმატო-კოსმეტოლოგი ქეთევან მიქელაძე უპასუხებს.

 

რა სახის ფილერები არსებობს?

ბიოლოგიური შემავსებლები,ანუ ფილერები  იყოფა ორ ჯგუფად: გაწოვადი და არაგაწოვადი. არაგაწოვადი ფილერი შედგება სილიკონისა და პოლიაკრილამიდისაგან, მათ ასევე ბიოპოლიმერებსაც უწოდებენ.აღნიშნული ფილერი მრავალი გვერდითი ეფექტის გამო დღეს ესთეტიურ მედიცინაში იშვიათად გამოიყენება.

   ბუნებრივი შემავსებლები, რომლებსაც ჩვენ მოვიხმართ, დამზადებულია ჰიალურონის მჟავისგან.იგი ბიოდეგრადირებადია,ანუ დროთა განმავლობაში ბოლომდე გაიწოვება და არ არის უცხო ჩვენი ორგანიზმისთვის _ ,,ბიოთავსებადია“ მასთან. ასეთი ფილერები ერთმანეთისგან განსხვავდება რეოლოგიური თვისებებით: სიმკვრივით, ელასტიურობით და  სხვა.

 

რამდენად უსაფრხოა ფილერი ჩვენი ორგანიზმისთვის?

ბუნებრივი შემავსებლის უსაფრთხოება დამოკიდებულია თავად პრეპარატის ხარისხზე და სპეციალისტზე . ამ ორი პირობის დაცვის შემთხვევაში,პროცედურა არ წარმოადგენს საფრთხეს .

 

რა დროს არ შეიძლება პროცედურის ჩატარება?

ბიოლოგიური შემავსებლით პროცედურა არ ტარდება: ორსულობის , მეძუძურობის, მწვავე დაავადებების და ზოგიერთი მედიკამენტის მიღების დროს. ასევე რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების ან მგზავრობის წინა დღეს,ადგილობრივად მცირეოდენი შეშუპების არსებობის გამო.

 

მენსტრუალური ციკლი ახდენს თუ არა გავლენას აღნიშნულ პროცედურაზე?

მენსტრუალური ციკლის დროს პროცედურა ტარდება ჩვეულებრივ.უბრალოდ, გასათვალისწინებელია ის,რომ  პაციენტის მგრძნობელობა შეიძლება იყოს  მომატებული.

 

რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ პროცედურის შემდეგ?

პროცედურიდან რამდენიმე დღე არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება და პირდაპირი მზის სხივების ან სოლარიუმის ზემოქმედება.

 

შეიძლება თუ არა პრეპარატი გაიყოს ორმა პაციენტმა?

არა, ეს დაუშებელია! ერთი პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ერთ პაციენტზე.

 

რამდენ ხანში ვხედავთ შედეგს?

შედეგი ჩანს პროცედურის დასრულებისთანავე, თუმცა საბოლოო შედეგი დგება 7-10 დღის ვადაში.

 

რა ასაკიდან არის დასაშვები აღნიშნული პროცედურა?

რეკომენდირებული ასაკია_ 18 წლიდან.

 

რამდენ ხანში გაიწოვება ორგანიზმიდან ფილერი?

ფილერის გაწოვა  დამოკიდებულია მის რეოლოგიურ თვისებებზე , თავად პაციენტის ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებზე და ყველა პაციენტისთვის არის ინდივიდუალური - საშუალო მოქმედების ხანგრძლივობაა  8-12 თვე.

 

შესაძლებელია თუ არა პროცედურის შემდეგ არ მოხდენის( ვერ შეგუების) შემთხვევაში პირვანდელ სახეს დავუბრუნდეთ?

დიახ შესაძლებელია, დავუბრუნდეთ  პირვანდელ სახეს ფილერის დამშლელი პრეპარატების საშუალებით.

კონსულტაციაზე ჩაწერა