თერაპევტი

ექიმი თერაპევტი წამყვანი ფიგურაა სამედიცინო დაწესებულებაში,ის არის მრავალპროფილიანი ექიმი რომელსაც გააჩნია ღრმა ცოდნა შინაგანი ორგანოების დაავადებების შესახებ და რომლის პროფესიონალიზმზე და გამოცდილებაზე დამოკიდებულია დიაგნოზის სიზუსტე და სწორი მკურნალობა.მას უწევს პაციენტთან პირველი კონტაქტი,ყველაფრის ანალიზი და სიმპტომების საფუძველზე უნდა გამოავლინოს დაავადების ხასიათი,კავშირი სიმპტომებსა და დაავადებებს შორის,რომლებიც ერთი შეხედვით საერთოდ არ უნდა იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული.                                                                                                                              ადამიანის ორგანიზმი ერთი მთლიანი სისტემაა,ნებისმიერი ორგანოსდაავადება შეიძლება გამოვლინდეს სხვა ორგანოს ფუნქციის დარღვევის სიმპტომებით. თერაპევტის  კონსულტაცია გულისხმობს მკურნალობის შესაბამის კომპლექსს,პაციენტის დაავადების შესახებს შესაბამისი ინფორმაციის მიღება,ჩივილების და ავდმყოფობის ისტორიის დეტალური შესწავლა,პაციენტის გასინჯვა და გამოკვლევები. გამოკვლევებს მიეკუთვნება-კარდიოგრამა,რენტგენოლოგიური,ლაბორატორიული და ულტრაბგერითი გამოკვლევები ასევე საჭიროების შემთხვევაში გასტროსკოპია,კოლონოსკოპია,კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. ეს ყოველივე თერაპევტს აძლევს საშუალებას დასვას სწორი დიაგნოზი და დანიშნოს ეფექტური,კონკრეტულ პაციენტზე მორგებული მკურნალობა.                                                თერაპევტი მკურნალობს ყველა იმ დაავადებას რომელსაც არსჭირდება ოპერაციული ჩარევა.                                  თერაპევტს მიმართავენ ისეთი ჩივილების დროს როგორიცაა-თავის ტკივილი,ჰაერის უკმარისობა,ტკივილი გულის არეში,თავბრუსხვევისა და გულისრევის შეგრძნების დროს,მუდმივი ყრუ ან შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში,ტკივილი სახსრებში,კიდურების და სახსრების შეშეპება,კანის ფერის ცვალებადობა,სისხლი შარდში ან განავალში,უეცარი წონაში კლება ,ძლიერი დაღლილობა,ძილიანობა ,ძილის დარღვევა,ოფლიანობა,თავის და ხერხემლის ტკივილი , ტემპერატურა,გაღიზიანებადობა.                                           თერაპევტი კომპეტენციაა უმკურნალოს ისეტი სახის დაავადებებს როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებები. გრიპი ბრონქებისა და ფილტვების დაავადებები, ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები,სისხლის სხვადასხვა ფორმის დაავადებები,ნევროლოგიური დაავადებები,შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციის დარღვევა,სისტემური დაავადებები,ქრონიკული დაავადებების გამწვავება.