სახის ქიმიური პილინგი

სახის კანის ქიმიური პილინგი (წმენდა)

   პილინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტოლოგიური პროცედურაა. ეს ”დაბერებული” კანის არაოპერაციული მეთოდით “გაახალგაზრდავების” მეთოდია.
  პილინგის მეშვეობითვე ვებრძვით კანის დეფექტებს – ზედაპირულ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, ზედაპირულ ნაწიბურებს,  კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების,  გარქოვანებული, კოსმეტიკური ნარჩენების, ჭარბი ცხიმის, კამედონების (თეთრი და შავი), ცხიმოვანი საცობების, გამონაყრის, მიკრობების, ტოქსინების და შლაკების მოშორებას, რის შედეგადაც უმჯობესდება  კანის რეგენერაციის, სისხლის მიმოქცევის და ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას.

   სახის ქიმიური წმენდა გულისხმობს ქიმიური პილინგების (სპეციალური ქიმიური ნაერთები) დახმარებით კანის ზედა ფენის მოცილებას როგორც უკვე ავღნიშნეთ  და კოლაგენის და ელასტინის გამომუშავების სტიმულაციას.

 

   ზოგადად, სახის კანის  წმენდა მიზანშეწონილია  ყველა ტიპის კანისთვის 15 წლის ასაკიდან, განსაკუთრებით  მიზანშეწონილი და რეკომენებულია შემდეგი ტიპის კანის წმენდა:

  1.   მშრალი; 
  2. ფოროვანი; 
  3. ცხიმიანი;
  4. კამედონებიანი; 
  5. გამონაყარიანი (აკნე); 
  6. პოსტაკნეს მდგომარეობა;
  7. ცხიმის საცობების არსებობა.

  აღსანიშნავია,  რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც კანის წმენდა დაუშვებელია, მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება:

  •  ჰერპესის და ეგზემის გამწვავება;
  • ჰიპერტონული კრიზი;
  • მენსტრუალური ციკლი;
  • კანის მთლიანობის დარღვევა გასაწმენდ არეში; 
  • ცხელებით მიმდინარე დაავადებები.    

სახის ქიმიური პილინგი გულისხმობს კანის დამუშავებას აპარატის გარეშე,სპეციალური სტერილური იარაღების დახმარებით.ამ ტიპის წმენდისას განსხვავებით აპარატურული წმენდისგან აღინიშნება კანის გარკვეული დისკომფორტი.                                                                                                            ამ ტიპის წმენდა მიზანშეწონილია ყველა ტიპის კანისთვის 15 წლის ასაკიდან,კანის ტიპიდან და ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე ყოველთვიურად ან 2-4 ტვეში ერთხელ.                                                        თუ კანის უჯრედებს მკვდარი უჯრედები არ მოვაშორეთ,ისინი დაახშობენ ფორებს,რაც შეაფერხებს ქსოვილისთვის საკვები ნივთიერების მიწოდებას და დააჩქარებს კანის დაბერებას. ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დროდადრო ჩავიტაროთ ქიმიური პილინგი,რომლის დახმარებითან შესამჩნევი არ იქნება ისეთი სახის უსიამოვნებები როგორიცაა ნაოჭები,პიგმენტაციის მომატება,სისხლძარღვოვანი ბადე და სხვ.                                                                                             პილინგი ააქტიურებს კანის რეგენერაციის მექანიზმს,რომლის დროსაც გამომუშავდება ელასტინი და კოლაგენი,რომელიც აყალიბებს კანის ახალ ფენას,ჭიმავს და ასწორებს ნაოჭებს.პირველივე პროცედურის შემდეგ კანი ხდება გლუვი ,ნაზი და რბილი.                                                                         ქიმიური პილინგის გზით შეგიძლიათ მოიშოროთ ასაკოვანი ლაქები,ნაწიბურები,ფერიმჭამელები და ბევრი სხვ. პრობლემა.