ნეიროსტიმულაცია

ნეიროსტიმულაცია ძირითადად გამოიყენება პერიფერიული ნერვული სისტემის, ცენტრალური ნერვულის სისტემის და ავტომატური ნერვების სისტემის დარღვევების დიაგნოზირებისა და მკურნალობის მიზნით,ტვინის უჯრედების სტიმულაციისა და მედიკამენტების ადმინისტრირებისთვის. ნეიროსტიმულაცია უმკლავდება მძიმე ნევროლოგიურ პირობებს,როგორიცაა პარკინსონის დაავადება ადრეული მოტორული გართულებისას,დეპრესია ,ნეიროპათიული ტკივილი.                                                                                                                    შაკიკის არამედიკამენტოზური მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია ტრანსკრანიალური ნეიროსტიმულაცია.                                                                                                                                                                                       ნეიროსტიმულაცია- ეს არის მკურნალობის მეთოდი რომლის დროსაც ტვინში შეჰყავთ ელექტროიდები და მათ იქ ტოვებენ.სტიმულაციის ეს მეთოდი პაციენტს ეხმარება,დაავადებისთვის დამახასიათებელი ფიზიკური სიმპტომები შეასუსტოს. პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე ექიმები ამბობენ,რომ დაავადებასთან საბრძოლველად  ეს მეთოდი  მაღალეფექტური და შედეგიანია,რადგან ვიღებთ ორგანიზმის საპასუხო რეაქციებს კასკადს.ეს მკურნალობის მეთოდი როგორც ცალკე ასევე სხვა ფორმებთან ერთადაც გამოიყენება,როგორც დამხმარე საშუალება.იგი ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას და სხვადასხვა მედიკამენტების დოზების შემცირებას.აქვს როგორც სამკურნალო ასევე პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური ფუნქცია.                                                                                                                             ნეიროსტიმულაცია მოიცავს აპარატურულ მკურნალობას,რომელიც ეფუძვნება ცალკეულ ზონებზე სხვადასხვა სიხშირისა და რითმის ელექტრო დენით მოქმედებას,რაც იწვევს რეფლექსური მექანიზმების გაშვებას რეცეპტორების საშუალებით ცენტრალური ნერვული სისტემის მიმართულებით.