10 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ექიმ - ენდოკრინოლოგ თამარ არხოზაშვილთან.
სტატიის დაწერის მიზანი ხშირად დასმული შეკითხვებია, რაც ყოველდღიურად შემოგვდის, სწორედ ამიტომ 10 ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას ,,ბიუთი მედი" ს ექიმი ენდოკრინოლოგი, თამარ არხოზაშვილი გაგვცემს, ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე, ზოგადი ინფორმაციისთვის.
1)რას წარმოადგენს ენდოკრინოლოგიური დაავადებები?
თამარ არხოზაშვილი : ენდოკრინული დაავადებები დაავადებათა კლასია გამოწვეული ერთი ან რამდენიმე ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით. მათ საფუძვლად უდევთ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისჰიპერფუნქცია, ჰიპოფუნქც ია ან დისფუნქცია.
2)რა სიმპტომები გულისხმობს, ენდოკრინოლოგიურ პრობლემებს.
თამარ არხოზაშვილი : ენდოკრინული დაავადებებით ავადმყოფთა ჩივილები მრავალმხრივია: მათ მიეკუთვნება მაგ, წონაში კლება ან მატება, გულისცემის აჩქარება, ციებცხელება, სიმხურვალის შეგრძნება, მომატებული ოფლიანობა, აგზნებულობა, ფაღარათი (დიფუზური ტოქსიური ჩიყვის დროს), არტერიული წნევის მომატებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი (ჰიპერკორტიციზმი, ფეოქრომოციტომა), კუნთოვანი ადინამია და მკვეთრად გამოხატული სისუსტე (თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობის დროს), ყურადღებისა და მეხსიერების დაქვეითება (ჰიპოთირეოზის დროს), წყურვილის მომატებული გრძნობა (შაქრიანი დიაბეტის დროს), გაძლიერებული შარდვა (შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის დროს) და სხვ.
3)რა წარმოქმნის ენდოკრინოლოგიურ პრობლემებს?
თამარ არხოზაშვილი : ენდოკრინული სისტემა ჯირკვლების ერთობლიობაა, რომლებიც გამოიმუშავებენ და სისხლში გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებებს — ჰორმონებს. ჰორმონები ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე მოქმედებენ ან სისხლით გადაიტანებიან კონკრეტულ სამიზნე ორგანოებსა და დაშორებულ ქსოვილებზე ზემოქმედებისთვის. ენდოკრინული სისტემის დაავადებები ჰორმონების მოჭარბებული ან არასაკმარისი სეკრეციის ან სამიზნე ორგანოებისა თუ ქსოვილების ჰორმონებზე ეფექტურად რეაგირების უუნარობის შედეგი შეიძლება იყოს.
4)რა არის TSH?
თამარ არხოზაშვილი : ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას აკონტროლებს თავის ტვინში განლაგებული ენდოკრინული ჯირკვალი ჰიპოფიზი, რომელიც გამოიმუშავებს თირეოტროპულ ჰორმონს (TSH). ეს უკანასკნელი ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს, რომ წარმოქმნას თიროქსინი (T4) და ტრიიოდთირონინი(T3).
5) რა არის FT4?
თამარ არხოზაშვილი : ფარისებრ ჯირკვალში გამომუშავებული თიროქსინი (T4) და ტრიიოდთირონინი (T3), რომლებიც სისხლში გამოიყოფა, მოქმედებს ყველა უჯრედსა და ქსოვილზე და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროცესის სიჩქარეს. ზემოაღნიშნული ჰორმონები შეიცავს იოდს, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნერვული სისტემის და ფსიქიკის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, რეპროდუქციული (სასქესო, გამრავლების) ფუნქციის, ძვალკუნთოვანი სისტემის განვითარებასა და რეგულაციაში.
6)რა სიმპტომები აქვს დიაბეტს?
თამარ არხოზაშვილი : შიმშილის გაძლიერებული შეგრძნება; * წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება; * შარდვის გახშირება; * წონის უმიზეზო კლება; * დაღლილობა და ძილიანობა; * მხედველობის დაბინდვა; * ჭრილობებისა და წყლულების შეხორცების, სისხლჩაქცვების გაქრობის გაჭიანურება; * ხელებისა და ფეხების დაბუჟება, ჩხვლეტა;
7)რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების უგულველყოფამ?
თამარ არხოზაშვილი : თუ სისხლში შაქრის შემცველობა დიდხანს დარჩა მაღალი, გართულებათა რისკი მოიმატებს. სახელდობრ: თვალების დაზიანებისა და მხედველობის დაქვეითებისა, თვით სიბრმავემდეც კი; თირკმლის უკმარისობისა; გულის ინფარქტისა; სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანებისა, რამაც შესაძლოა თითების ან კიდურის დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს; ღრძილების დაზიანებისა, რაც კბილების ცვენას იწვევს. სტატისტიკა ასეთია: დიაბეტიანებს გულის ინფარქტისა და ტვინის ინსულტის 2-3-ჯერ მაღალი რისკი აქვთ. სიბრმავის შემთხვევათა 2.6% დიაბეტის წილად მოდის. დიაბეტი თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
8) რა ტიპის კვანძები არსებობს?
თამარ არხოზაშვილი : ფარისებრი ჯირკვლის კვანძი წარმოადგენს ჯანმრთელი ქსოვილისგან მორფოლოგიურად განსხვავებულ მოცულობით წარმონაქმნს, რომელიც შემთხვევათა ნახევარში შეიძლება იყოს ერთი, რასაც კვანძოვანი ჩიყვი ეწოდება და ნახევარ შემთხვევაში ორი , ან მეტი, ანუ მრავალკვანძოვანი ჩიყვი. 80% შემთხვევაში კვანძი არასიმსივნური ხასიათის არის, ანუ კოლოიდური შენებისაა, ან ანთებითად შეცვლილი უჯრედებისგან შედგება 10-15% -ში -კეთილთვისებიანია, რასაც ფარისებრი ჯირკვლის ადენომა ეწოდება და 5% შემთხვევაში ავთვისებიანი წარმოშობისაა. ფარისებრი ჯირკვლის კვანძები 4 ჯერ მეტი სიხშირით გვხვდება ქალებში მამაკაცებთან შედარებით და ასაკის მატებასთან ერთად ეს ციფრი იზრდება.
9)რა არის ჩიყვი?
თამარ არხოზაშვილი : ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ნიშნავს და ის შეიძლება იყოს: ენდემური - იოდის დეფიციტით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რომელიც ძირითადად იმ რეგიონებშია გავრცელებული, სადაც წყალში, ნიადაგსა და საკვებში იოდის ნაკლებობაა. დიფუზური - ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ერთგვაროვნად არის გადიდებული კვანძოვანი (კვანძოვანი ჩიყვი შესაძლოა განვითარდეს, როგორც ნორმალურ, ისე ზომაში გადიდებულ ან დაპატარავებულ ფარისებრ ჯირკვალში, ნორმალური ან დარღვეული ფუნქციის ფონზე) სა დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვი. იგივე გრეივსის დაავადება. ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვლი გადიდებულია და საჭიროზე მეტი რაოდენობის ჰორმონები გამოიმუშავდება.
10) როგორ შევივსოთ იოდის ნაკლებობა?
თამარ არხოზაშვილი : ჯანმო” იოდდეფიციტურ ქვეყნებში იოდის დეფიციტთან ბრძოლის ყველაზე მარტივ და იაფ ტექნიკურ იარაღად მარილის მასიურ იოდიზირებას მიიჩნევს. აღნიშნული შემადგენლობის მარილს,რომ არ დაეკარგოს სამკურნალო თვისება მკაცრი შენახვისა და მოხმარების პირობების დაცვა სჭირდება. გამომდინარე იქიდან,რომ, ,,ჯანმოს ‘’ რეკომენდაციით გულ-სისხლძარღვთა პრობლემების პრევენციის მიზნით მარილის დღიური დოზა (10მგ)მინიმუმამდე უნდა შემცირდეს, გამოსავალი ერთშია: პაციენტი უნდა მივიდეს ენდოკრინოლოგთან .მოხდეს იოდისდეფიციტის შეფასება,ჩაუტარდეს პაციენტს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. დიაგნოზის შემთხვევაში დაიწყება იოდის შემცველი პრეპარატებით მკურნალობა.
ანალიზები
ჩაიტარეთ ბიუთი მედიში, სრული ლაბორატორიული კვლევა გაიკეთე ანალიზები დაიცავი თავი დაასწარი შენი ყურადღებით როცა გინდა საუკეთესო ...
ონლაინ კონსულტაცია
ბიუთი მედიში ონლაინ კონსულტაციები დაიწყო! გაიარეთ რეგისტრაცია და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ. https://forms.gle/CkNk4P7dutGEv...
იანვრის თვის აქცია
გილოცავთ 2021 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას. 1 ინავრიდან - 31 იანვრის ჩათვლით, ნებისმიერ ამბულატორიულ კონსულტაციას მიიღებთ სრულიად უფასო...
10 ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა ექიმ- ენდოკრინოლოგთან.
10 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ექიმ - ენდოკრინოლოგ თამარ არხოზაშვილთან. სტატიის დაწერის მიზანი ხშირად დასმული შეკითხვებია, რაც ყოველდღი...
10 ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა მეან-გინეკოლოგთან
10 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა მეან-გინეკოლოგ სოფო ანანიკოვთან. 1. რა პრობლემებით მოგმართავენ, ყველაზე ხშირად პაციენტები? პაციენ...
რა უნდა გავითვალისწინოთ სოლარიუმში ვიზიტის დროს
ჩვენ ვზრუნავთ, ჩვენს მომხმარებლებზე! გთხოვთ გაითვალისწინოთ, შემდეგი რეკომენდაციები, სოლარიუმში ვიზიტის დროს! ...
10 კითხვა ფილერზე დერმატო- კოსმეტოლოგ ქეთევან მიქელაძესთან.
თითოეულ ჩვენგანს სურს, საკუთარ გარეგნობაში მცირედი დეტალი მაინც შეცვალოს: ტუჩის მოცულობის გაზრდა, ცხვირის კეხის დაფარვა, ასიმეტრიის გას...
Black Friday
გრანდიოზული შავი პარასკევი ბიუთი მედიში!! ...
ტურმანიუმის თერაპია:
ტურმანიუმის თერაპია: ტურმანიუმის თერაპია არის - 4 მინერალის კომბინაცია (ტურმალინი, გერმანიუმი, ელვანი, ვულკანური კლდე), რომლებიც გა...