1.რა არის პრესოთერაპია?
პრესოთერაპია არის, ლიმფოდრენაჟის აპარატურული სახეობა პნევმომასაჟორით,რომლის დროსაც პრობლემურ ზონებზე ზემოქმედება ხდება შეკუმშული ჰაერით.
2. როგორ მუშაობს პრესოთერაპიის აპარატი?
პროცედურა ტარდება სპეციალური ქსოვილისაგან დამზადებული კოსტიუმით,რომელიც ჰაერით იბერება და კუნთებზე, ცხიმოვან ქსოვილებზე,ლიმფურ და სისხლძარღვოვან სისტემებზე კონტროლირებადი ზეწოლის შესაძლებლობას იძლევა.
3. გარდა გასახდომი ეფექტისა, როგორც ვიცით აქვს კიდევ სამკურნალო ეფექტიც და უფრო დეტალურად, რომ გვითხრათ რა დროს და რისი მკურანლობის დროს ინიშნება გარდა წონის კორექციისა ?
პრესოთერაპიის ჩვენებებია: ქრონიკული შეშუპება, ცელულიტი, ვენური უკმარისობა, რევმატოიდური ართრიტი, სხეულის კორექცია, სტრესული მდგომარეობა, სისუსტე, დაღლილობა, უძილობა და პოტენციის დაქვეითება. პროცედურა აუმჯობესებს არტერიული და ვენური სისხლის მიკროცირკულაციას, ასევე აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ხდის გლუვს და ელასტიურს.
ეფექტურია სხვადასხვა სახის შეშუპების შესამცირებლად, სხეული თავისუფლდება ზედმეტი ცხიმისა და სითხისგან არა მხოლოდ ქსოვილებიდან , არამდედ უჯრედშორისი სივრციდან, რაც გვიადვილებს სწრაფად და ჯანსაღად წონის დაკლებას. პრესოთერაპია ლიმფოდრენაჟის და ზოგადად სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ხარჯზე აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას , ხდება წონაში კლება,სხეულის კორექცია. გვეხმარება ცელულიტის დაძლევაში. გარდა ამისა აწესრიგებს ძილს, გამოყოფს უჯრედებიდან ტოქსინებს, იცვლება კანის სტრუქტურა და ფერი.
პროცედურა არის ძალიან სასიამოვნო და მისი დასრულებისთანავე იგრძნობა საოცარი სიმსუბუქე და ფორმების ცვლილება.
4. რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ?
პროცედურა გრძელდება 15-დან 45 წუთამდე.
5. რა ინტერვალით შეიძლება გაიკეთოს პაციენტმა?
რაოდენობას განსაზღვრავს სპეციალისტი და ინდივიდუალურია პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. მაქსიმალური ეფექტისთვის საშუალოდ 10-15 პროცედურაა რეკომენდირებული.
პროცედურებს შორის ინტერვალი მკაცრად განსაზღვრული არ არის. რეკომენდირებულია 2 დღიანი ინტერვალი.
6. ასაკობრივი შეზღუდვა თუ აქვს ?
ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს და არც გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს.
7. ლაქტაციის დროს შეიძლება ჩაივიტაროთ?
პროცედურის უკუჩვენებებია: ვარიკოზული ვენები, თრომბოზი, ათეროსკლეროზი, ორსულობა, ლაქტაცია და ციკლი.
კლინიკა ბიუთი მედი - როცა გინდა საუკეთესო
ჩასაწერად დაგვიკავშირდით წინასწარ: +995 597 00 44 22 ან/და (032) 2 20 65 65
ჩვენი მისამართია: გლდანი, აკაკი ვასაძის 2ა (მეტრო ახმეტელთან)