ხერხემლის ტრაქცია არის გაჭიმვა უახლესი თაობის აპარატის საშუალებით,ისეთი პრობლემების დროს როცა გაწუხებთ მალთაშორისი თიაქარი,ტკივილი წელის არეში,სქოლიოზი,კიფოსქოლიოზი,რადიკულიტი,ხერხემლის თანდაყოლილი ან შეძენილი გამრუდება,ხერხემლის და სახსრების ქრონიკული ანთება.პროცედურისთვის გამოიყენება ტრაქციულ მაგიდა,ხერხემლის დაჭიმვისთვის.პაციენტი ამდროს თავს კომფორტულად გრძნობს დასაჭიმ მაგიდაზე,რაც ხელს უწყობს ზურგის კუნთების რეფლექტორულ მოდუნებას,ხერხემლის მცირე დოზით დაჭიმვა უზრუნველყოფს ხერხემლის დავადებების მაღალეფექტურ პროფილაქტიკასა და მკურნალობას,ასევე გამორიცხავს ხერხემლის ტრავმირების შესაძლებლობას პროცედურის პროცესში. ხერხემლის დასაჭიმ ზოგიერთ კონსტრუქციაში საყრდენი ზედაპირი იშვებს გახურებულ ჰაერს ზურგისა და კისრის კუნთებისკენ,გადასცემს მასაჟურ ვიბრაციას.ხერხემლის ასეთი დაჭიმვა საერთო ჯამში ქმნის მალთაშუა დისკების,ხერხემლის ყველა სტრუქტურის აღდგენის უნიკალირ პირობებს და გამორიცხავს რაიმე სახის ტრავმატიზმს.პროცედურის დასრულების შემდეგ არაა რეკომენდირებული 1 საათის განმავლობაში სხეულისა და თავის მკვეთრი მოძრაობა და სიმძიმის აღება.