სახის აპარატურული წმენდა

სახის  კანის აპარატურული წმენდა

 

სახის აპარატურილ წმენდას ატარებს არა კოსმეტოლოგი,არამედ გამოცდილი ექიმ-დერმატოლოგი,პროცედურა გულისხმობს კანზე ზემოქმედებას სპეციალური აპარატის დახმარებით და კანის წმენდა - გასუფთავებას სხვადასხვა სიღრმეზე.საჭიროების შემთხვევაში ტარდება-ვაპორიზაცია,ვაკუუმ სპრეით შეფრქვევა,ვაკუუმ წმენდა,დეზინკრუსტაცია,ულტრაბგერითი სკრაბერი,დარსონვალიზაცია,                                                                               პროცედურა ყველაზე დამზოგველი მეთოდია,პაციენტს დისკომფორტი არ აღენიშნება,კანი ნაკლებად ტრამვირდება და შესაძლებლობას იძლევა გაიწმინდოს სხვადასხვა სიღრმეზე. პროცედურის ხანგრძლივობაა 2 საათი და მოიცავს შემდგომ ეტაპებს -ჰიალურონის მჟავის შეყვანა კანში აპარატურული მეთოდით,საცხი კანის ტიპის მიხედვით,კანის დამარბილებელი ლოსიონი,დამამშვიდებელი ნიღაბი,სახის წმენდა ულტრაბგერითი სკრაბერით,კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოშორება.                                                                                                                                   წმენდის ეს მეთოდი მოიცავს ჰიალურონის მჟავით გამდიდრების პროცედურას,რომლის საშუალებითაც ხდება კანის დატენიანება.                                                                                                                                        პროცედურის შედეგად კანი გაახალგაზრდავდება უჯრედულ დონეზე,ქრება წვრილი ნაოჭები,უმჯობესდება კანის ფერი და სტრუქტურა,ხდება კანის ტონუსის ამაღლება და ელასტიურ-კოლაგენური კარკასის აღდგენა.კანი გამოიყურება ახალგაზრდად და ჯანსაღად. ეფექტი შესამჩნევია მომენტალურად,თუმცა საბოლოო შედეგი 3-4 თვეში ვლინდება.

ეს გახლავთ იგივე მექანიკური წმენდა, პროცედურა ტარდება სხვადასხვა სიჩქარით მბრუნავი ჯაგრისებისა და ღრუბლების გამოყენებით, ასევე ხდება  სპეციალური სითხეების და მალამოების გამოყენება.

აპარატურული წმენდის დროს ხდება კანის ზედაპირიდან მკვდარი, გარქოვანებული უჯრედების მოცილება, რის შედეგადაც  აქტიურდება სისხლის მიმოქცევა და უმჯობესდება  კანის სტრუქტურა. კანს უბრუნდება ბუნებრივი, ჯანსაღი იერსახე და ფერი.

მექანიკური წმენდა მიზანშეწონილია კანზე შემდეგი სახის პრობლემების მოსაგვარებლად:

  1. ცხიმიანი;
  2. მშრალი; 
  3. დაბინძურებული; 
  4. ფოროვანი; 
  5. აღინიშნება ცხიმის საცობები; 
  6. რელიეფური; 
  7. საშვალო ზომის ნაოჭებიანი კანის; 
  8. ნაწიბურების; 
  9. კამედონების; 
  10. ლაქების; 
  11. ჰიპერკერატიზაციის არსებობისას. 

 

პროცედურის მაქსიმალური ხანგრძლივობაა  20-30 წუთი.

იგი უმტკივნეულოა და არ საჭიროებს აღდგენით პერიოდს,  ცხოვრების წესის შეცვლას და წინასწარ მომზადებას, პროცედურის შემდგომ პაციენტი ჩევულ რეჟიმში უბრუნდება ცხოვრების რიტმს. 

საყურადღებოა რომ, პროცედურის ჩატარება არაა მიზანშეწონილი  ღრმა ნაოჭების და ძალიან მოშვებული კანის მკურნალობის შემთხვევაში.

სახის ღრმა წმენდა - 100 ლარი 

სახის ზედაპირული წმენდა - 60 ლარი

T-ზონა - 40 ლარი