ნაოჭები უამრავ მანდილოსანს თვითდაჯერებულობას უკარგავს და პრობლემის მოსაგვარებლად ხშირად კოსმეტიკურ ქირურგიას ან ბოტოქსის ინექციებს მიმართავენ. ბოტოქსი თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ყველაზე მაღალეფექტურ და უსაფრთხო ესთეტიკურ პროცედურად ითვლება. ძვირადღირებულ სეანსებსა და მკურნალობას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს და მისი საშუალებით ნაოჭების სრულიად გაქრობა შეუძლებელია,ამასთანავე ,შესაძლოა დაბერების პროცესი გაგრძელდეს და სახის სხვა ნაწილებს შეეხოს. პროცედურებისგან განსხვავებით, ბოტოქსი რეაბილიტაციის დროს არ საჭიროებს და მისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო. ბოტულინის ტოქსინი,რომელსაც შეიცავს ბოტოქსისი ინექციები, იწვევს კუნთების დროებით ბლოკირებას,ადამიანი კარგავს უნებლიე მოჭუტვის უნარს. შედეგად მცირდება სახეზე ნაოჭები,რომლებიც წარმოიქმნებიან მიმიკური კუნთების აქტიური მოქმედების შედეგად. ტოქსინის შეყვანის პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა და რამოდენიმე წუთს გრძელდება. ბოტოქსი ეფექტურია რამოდენი თვის განმავლობაში,შემდეგ კი ხელახალი პროცედურაა საჭირო. ბოტოქსი როგორც მოკლე ,ისე გრძელვადიანი მოხმარებისთვის არის უსაფრთხო,და თუკი ვინმე ბოტოქსის გამოყენებას შეწყვეტს ,მისი შუბლის ნაოჭი პროცედურის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ადამიანი პროცედურის დასრულებისთანავე შეძლებს ცხოვრების ჩვულ რითმას დაუბრუნდეს,მაგრამ გასათვალისწინებელია,რომ ბოტულინოტოქსინის ქსოვილებში გადანაწილებას რამდენიმე საათი სჭირდება,და იმისათვის,რომ ეს პროცესები ოპტიმალურად წარიმართოს,საჭიროა რამდენიმე შეზღუდვის გათვალისწინება: რამდენიმე დღით ადრე თავი უნდა აარიდოთ ანტიკოაგულანტებს და ალკოჰოლის მიღებას, ორი დღე არუნდა შეეხოთ ინექციის ადგილს,თავი აარიდოთ რამდენიმე დღით ფიტნესს,10 დღე სახისკენ არ მიმართოთ ფენით ცხელი ჰაერის ნაკადი. პროცედურა არკეთდება ორსულობისა და ლაქტაციის დროს,იმ პაციანტებში რომელთაც ჰიპერმგრძნობელობა აქვთ პრეპარატის კომპონენტების მიმართ,ანთებითი ან ინფექციური პროცესის დროს ,რადგან კანი ჯანმრთელი უნდა იყოს.