პლაზმოლიფტინგი

პლაზმოლიფტინგი-კანის გახალგაზრდავება საკუთარი ფერმენტების ხარჯზე გულისხმობს საკუთარი სისხლისგან მიღებული თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანას კანქვეშ.შედეგად ხდება ჰიალურონის მჟავისა და კოლაგენის გამომუშავების ასევე ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება,იმუნიტეტის ზრდა.მცირდება ან საერთოდ ქრება ნაოჭების რაოდენობა.აკნეს შემთხვევაში პლაზმის შეყვანა ხდება აკნეს ადგილებში,რის შედეგადაც აკნე მომენტალურად ქრება და არ რჩება ლაქები.                                                                                                                                           პლაზმოლიფტინგის პროცედურა ასევე გამოიყენება თმის ცვენის საწინააღმდეგოდ,კვებავს თმის ძირებს ,რის შედეგადაც მცირდბა თმის ცვენის ინტენსივობა.                                                                                          პროცედურას აქტიურად იყენებენ სახის ,ყელის გულმკერდისა და ზურგის მიდამოში,თავის თმიან ნაწილში ,ხელის მტევნებზე.უსიამოვნო და დაღლილი ფერის კანზე მიზანშეწონილია პლაზმოლიფტინგის პროცედურა განსკუთრებით მაშინ როცა მწეველებში კანი მოდუნებულია და ახასიათებს ნაწიბურები.                                                                                                                                                                      პროცედურის ერთ- ერთი განსაკუთრებულობა მის უსაფრთხოებაში მდგომარეობს,არ ახასითებს არანაირი ალერგიულობა და ინფექციური გართულებები , რადგან კანქვეშ მხოლოდ საკუთარი პლაზმის შეყვანა ხდება.არ ახდენს კუნთების ბლოკადას და რადგან ორგანიზმი ყველაზე აქტიურად საკუთარ პლაზმაზე რეაგირებს ახასითებს მაღალეფექტურობა.                                                                           პლაზმოლიფტინგი არ კეთდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში,პროცედურა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.                                                                                               გარდა კოსმეტოლოგიისა პლაზმოლიფტინგი აქტიურად გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა სფეროში- ორთოპედიაში, ტრავმატოლოგიასა და სტომატოლოგიაშიც.                                                                                  პრობლემიდან გამომდინარე კურსი მოიცავს 3-5 პროცედურას,რომლების 10-14 დღეში მეორდება.პროცედურის ხანგრძლივობა 30 წთ.