მეზოთერაპია პოპულარული კოსმეტოლოგიური მეთოდია რომელიც მოიცავს სამკურნალო ნივთიერებათა კომპლექსების შეყვანას პრობლემურ ზონებში კანში და კანქვეშ. მეზოთერაპიის არსი არის უჯრედებს მიაწოდოს ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი ნივთიერებები,შედეგად ჩქარდება და უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა,იკვებება უჯრედები და აღდგება მათი რეგენერაციის უნარი ,რაც, თავის მხრივ აუმჯობესებს კანის მდგომარეობასა და იერსახეს. სწორად შერჩეული მეზოკოქტეილს შეუძლია მოახდინოს ზოგადგამაჯანსაღებელი ეფექტი და ხელი შეუწყოს იმუნიტეტის ამაღლებას,სწორედ ამიტომ მეზოთერაპიას სილამაზის ნემსებსაც უწოდებენ. მეზოთერაპია განსხვავდება კონტურული პლასტიკისგან (ბოტოქსი,რესტილაინის ტიპის პრეპარატები) რომელთაც მხოლოდ გარეგნული ეფექტი აქვთ. მეზოკოქტეილის შემადგენლობაში შედის მცენარეული ექსტრაქტები ,რომლებიც აგვარებენ პრაქტიკულად ყველა კოსმეტოლოგიურ და სამედიცინო პრობლემას. მეზოთერაპიის ჩატარება შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე,ეს იქნება თმის ძირები თუ ქუსლები,სახეზე მეზოთერაპია არა მხოლოდ გაახალგაზრდავებისთვის და ტონუსისთვის ტარდება არამედ ასაკობრივი ცვლილებებისთვის,ნაოჭების,ლოკალური ცხიმების კანის სიმშრალის შემცირებისთვის,თმის სიჯანსაღისთვის. სასურველი ეფექტი შესამჩნევია მეორე პროცედურიდან და დასრულებისთანავე კანი ლამაზი ელასტური და ხავერდოვანია,ეფექტი კი 6 თვიდან 1 წლამდე გრძელდება. პროცედურა არის უმტკივნეულო და გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს.ექიმები მეზოთერაპიის კურსის ჩატარებისას იყენებენ წამყვანი კოსმეტოლოგიური ფირმების მიერ წარმოებულ პრეპარატებს რომელთა შემადგენლობაში შედის ვიტამინები მინერალები და ამინომჟავები რაც სასურველი შედეგის გარანტიას იძლევა