ახალგაზრდული იერის მუდმივად გასახანგრძლივებლად თანამედროვე კოსმეტოლოგია გვაძლევს მუდმივ შესაძლებლობებს.როდესაც ცხოვრებაში დგება ის მომენტი როცა სწორად შერჩეული ძვირადღირებული კრემები საკმარისი აღარაა კანისთვის ბიორევიტალიზაცია ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია.თუ გაქვთ მოდუნებული გამომშრალი და ნაკლებად მკრივი კანი,დაბერების სიმპტომი ნაადრევი პიგმენტაცია და სხვ. ტიპის პრობლემა. კანის დატენიანებასა და სიჯანსაღეზე პასუხისმგებელია ჰიალურონის მჟავა რომელიც ჩვენს ორგანიზმში დიდი რაოდენობითაა განსაკუთრებით კი ბავშვებში,ამიტომაა მათი კანი ნაზი და შევსებული.ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს სიმკვრივეს,შრება და ჩნდება პირველი ნაოჭები,ამიტომ ამ დროს კანის მოვლისთვის მნიშვნელოვანია ჩავრთოთ ბიორევიტალიზაცია(ჰიალურონის მჟავის ინექცია) ,რომელიც აჩერებს დაბერების პროცესებს. ბიორევიტალიზაციის პრეპარატები გვხვდება სხვადასხვა სახის,ის შეიძლება იყოს სუფთა არასტაბილიზირებული ჰიალურონის მჟავის სახით ან შეიძლება იყოს გამდიდრებული პეპდიდებით ამინომჟავებით და ვიტამინებით, და თუ რომელია საჭირო ამას წყვეტს თითონ ექიმი. Beauty medi –იყენებს შვეიცარული ბრენდის rustilayn buster და esthetic dermal პროცედურებს. ბიორევიტალიზაციას არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები რადგან სტრუქტურულად ძალიან მიახლოებულია ჩვენს ორგანიზმში არსებულ ჰიალურონის მჟავასთან. ბიორევიტალიზაცია არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ბიორევიტალიზაცია გამოიყენება როგორც კანის მოსამზადებლად ულტრაისფერი დასხივებისთვის ასევე მის შედეგებთან საბრძოლველად და ატენიანებს კანს მაღალი ტემპერატურით გამოწვეული გაუწყლოებისას.პროცედურა კეთდება სახისა და კანის ნებისმიერ უბანზე.კოსმეტოლოგები უფრო ხშირად სახის კანისა და ყელის ნაწილში ატარებენ რადგან სწორედ ეს ადგილები განიცდიან ყველაზე მეტად გარემოს მავნე ზემოქმედებას.ბიორევიტალიზაციის დროს შესაძლოა წვრილი ნაოჭბი გასწორდეს მაგრამ ის ძირითადად მისი პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.