მანუალური თერაპია

სამედიცინო ცენტრი "BEAUTY MEDI" გთავაზობთ  მანუალურ თერაპიის პროცედურას , რომელსაც ჩაატარებს უკრაინიდან მოწვეული სპეციალისტი - რომან მაგასი!

მანუალური თერაპია  მარტივად რომ ავღწეროთ, ესაა ხელის გულების მაგიური მოძრაობით მკურნალობა, რომელიც ხსნის: სტრესს, დაღლილობას, ტკივილს ლოკალურ არეში, აჯანსაღებს პაციენტის ორთოპედიულ მდგომარეობას!  

ყველაზე გავრცელებული ხერხემლის პრობლემები, რასაც მანუალური თერაპია კურნავს ესენია: 

  • სქოლიოზი, ანუ ხერხემლის სვეტის გამრუდება (ბავშვთა და მოზრდილთა ასაკში); 
  • ტანდეგობის პრობლემა ბავშვთა და მოზრდილთა ასაკში;
  • ხერხემლის ოსტეოქონდროი, დისკოზი; 
  • ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი, პროტრუზია; 
  • ტკივილები კისერში, ზურგსა და წელში, ქვედა და ზედა კიდურებში, მოძრაობისას;
  • ზედა და ქვედა კიდურების დაბუჟება; 
  • სახსრებში ტკივილები; 
  • დიდხანს დგომის, ჯდომის შეუძლებლობა და კიბეებზე ასვლის გაძლება;

მანუალური თერაპია აღმოფხვრის არამარტო სიპტომებს, არამედ დარღვევის მიზეზებს. 

მუშაობის ეს მეთოდი დაფუძნებულია ქსოვილების, სისხლ-ძარღვებისა და ნერვ-კუნთოვანი აპარატის ელასტიურობის აღდგენაზე. 

პროცედურის დროს ხდება სპეციალისტის მიერ ხელებით ლოკალურად დოზირებული ზემოქმედება ხერხემალზე, 

სახსრებზე, კუნთებსა და მყესებზე, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მუშაობის დარღვევების გამოვლენის და მკურნალობის მიზნით. 

 

მკურნალობის შედეგად მიიღწევა: 

  • ტკივილების დაქვეითება ან სრულიად გაქრობა; 
  •  მოძრაობის ნორმალიზაცია; 
  • სწორი ჯდომისა და დგომის ჩვევის გამომუშავება; 
  • ბიოქიმიური პროცესების ნორმალიზაცია.

 

მანუალური თერაპია შეიცავს 2 ძირითად მიმართულებას -მანუალურ დიაგნოსტიკას და საკუთრივ მანუალურ თერაპიას.მანუალურმა თერაპიამ გააფართოვა და გააღრმავა მიღწევები ნევროლოგიაში,ნეიროფიზოლოგიაში და ორთოპედიაში.თერაპიის ჩატარება ევალება მანუალურ თერაპევტს.                                                                                                                                                                                მანუალური თერაპია მიზანმიმართულად მოქმედებს ხერხემლის ფუნქციისა და კიდურების სახსრების სწრაფ აღდგენაში,კუნთების სპაზმების აღმოფხვრასა და არასწორი ჯდომის ან დგომის გაუმჯობესებაში.                                                                                                                                                                               ყველაზე ხშირი მიზეზი ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილებისა არის ხერხემლის ოსტეოქონდროზი,მალთაშუა დისკების თიაქარი და პროტრუზიო. მანუალური თერაპიის ჩატარების მეთოდს წყვეტს მანუალური თერაპევტი,                                                                                                                         ხერხემლის არხის არასწორი მუშაობა და მოძრაობა არის ძირითადი მიზეზი ოსტეოქონდროზის განვითარებისა და მალთაშუა დისკების თიაქრის,როდესაც მალთაშუა დისკებზე ზეწოლა არათანაბრად ნაწილდება,ის მალთაშუა დისკები რომელზეც მეტია ზეწოლა ადრე თუ გვიან ვერ უძლებენ დატვირთვას და იწყებენ დაშლას.თავდაპირველად ჩნდება ბზარები შემდეგ პროტრუზიები და შემდგომ თიაქრები.მანუალური თერაპია საუკეთესო საშუალებაა ზემოთაღნიშნული პრობლემების მკურნალობისთვის.როცა აღდგება ხერხემლის არხის ფუნქცია,ხდება სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაცია პრობლემურ ზონაში.                                                               მანუალური თერაპიის რეკომენდირებული ჩატარების სიხშირე არის წელიწადში ერთხელ 5 დან 10 სეანსამდე.პაციენტების მკურნალობისას მანუალურ თერაპევტს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატები და ინექციები მტკივნეულ არეებში.                                                                            ზემოთაღნიშნული ჩვენებები რომ დადგინდეს აუცილებელია შემდეგი კვლევის ჩატარება-  რენტგენოგრაფია,დენსიტომეტრია,კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია,ლაბორატორიული კვლევები ,კარდიოგრამა.ამ კვლევებიდან რომელს საჭიროებს პაციენტი საზღვრავს მანუალური თერაპიის სპეციალისტი პაციენტთან კონსულტაციის საფუძველზე.                                                                                                                                                                                                     მანუალური თერაპია აღმოფხვრის არამხოლოდ სიმპტომებს არამედ არსებულ დარღვევების მიზეზებს.                                                                                         

  •  

პროცედურას ატარებს უკრაინიდან მოწვეული სპეციალისტი - რომან მაგასი! 

პროცედურის ხანგრძლივობა 1 საათია (20 წუთი მოსამზადებელი მასაჟი, 40 წუთი მანუალური თერაპია) 

აუცილებელია წინასწარ დარეკვა და ჩაწერა.