რევმატოლოგია შინაგანი მედიცინის ერთ-ერთი მიმართულებაა და საფუძვლად უდევს შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანება,ძირითადი გამოვლინება სახსროვანი სინდრომი. რევმატოლოგია საკმაოდ ვრცელი დარგია,რომელიც თანამედროვე კლასიფიკაციის მიხედვით 200 მდე სხვადასხვა დაავადებას აერთიანებს, ძვალ-სახსართა სისტემის გარდა რევმატული დაავადებები აზიანებს სხვადასხვა სისტემებსა და ორგანოებს-გული,ფილტვები,თირკმელები,ნერვული სისტემა,კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და სხვ. ამ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება ასევე შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები,როგორიცაა-რევმატოიდული ართრიტი,დერმატომიოზიტი,სისტემური სკლეროდერმა,სისტემური ვასკულოტები. ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებებია-ოსტეოართრიტი,რევმატოიდული ართრიტი,პოდაგრა,სისტემური წითელი მგლურა განვითარების პირველ სტადიაზე რევმატულ დაავადებებს შეიძლება ჰქონდეს ერთმანეთის მსგავსი კლინიკური ნიშნები,როგორიცაა-ტკივილი სახსრებში და მოძრაობის შეზღუდვა. ექიმი რევმატოლოგი დიაგნოზს სვამს კლინიკური სიმპტომებისა და ლაბორატორიული კვლევის მეთოდების ზედმიწევნით ცოდნის საფუძველზე. მკურნალობის კურსი კომპლექსურია და მოიცავს ხაგრძლივ მკურნალობასა და ეტიოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებას, მკურნალობის ძირითადი მიზანია- პროცესის პროგრესირების შენელება,ტკივილისა და ანთების მოხსნა, გამწვავების შემცირება,ინვალიდობის თავიდან აცილება. ექიმი-რევმატოლოგი პაციენტს მკურნალობის კურსს ინდივიდუალურ თავისებურებებზე დაყრდნობით ურჩევს-დაავადების მიმდინარეობის თავისებურებები,სამკურნალო საშუალების ზემოქმედება,პაციენტის ცხოვრების წესი. თუკი პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები,როგორიცაა-ტკივილი სახსარში,მოძრაობის შეზღუდვა,სახსრის შეშუპება,სიწითლე,ტემპერატურის მომატება ,ფუნქციის მოშლა აუცილებელია,მივმართოთ რევმატოლოგს,რათა დროულად მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა.