პლაზმაპუნქტურა ეს მეთოდი ეფუძვნება პაციენტის საკუთარი სისხლიდან მიღებული თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის შეყვანას ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებში,სახსრებსა და სახსრების გარშემო მდებარე ქსოვილებში,ხერხემლის გასწვრივ. პროცედურისთვის ვენიდან იღებენ სისხლს სტერილური შპრიცით,რომელსაც ათავსებენ ერთჯერად სტერილურ სინჯარაში,ახდენენ სისხლის ცენტრიფუგირებას,რის შედეგადაც გამდიდრებული პლაზმა გამოიყოფა სისხლის სხვა შმადგენელი ნაწილებიდან,პლაზმა გადაიტანება სტერილურ შპრიცში და პაციენტს უკეთდება ინექცია. პროცედურა დადებიტად მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ,შეშუპების საწინააღმდეგოდ,სწრაფად ხსნის ტკივილს და აქვს დამამშვიდებელი და რეგენერაციული მოქმედება. პროცედურა არის უსაფრთხო და უმტკივნეულო,და ზოგ შემთხვევაში საერთოდ აღარ საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას. რეკომენდირებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების დაავადებების დროს ,როგორიცაა-ოსტეოქონდროზი,ართრიტი,ართროზი,კუნთების სპაზმი, გინეკოლოგიური დაავადებების დროს,უროლოგიური დაავადებების დროს,კანის დაავადებების დროს, პროცედურა არ ტარდება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე კრიტიკულ დღეებში,
>დადებითი ეფექტები: