მიოსტიმულაცია


მიოსტიმულაცია- მიოსტიმულაცია გამოიყენება კუნთების ქსოვილებისა და ორგანოების მუშაობის აღსადგენად იმპულსებით დენის გამოყენებით , და დადებითად მოქმედებს კუნთებისა და ქსოვილების მუშაობის გაუმჯობესებაზე,შლის ცხიმოვან უჯრედებს ელექტრო იმპულსის საშუალებით,რომელიც შეაღწევს კანის უჯრედებში და ახდენს ფიგურის კორექციას, აუმჯობესებს სისხლის და ლიმფის მიმოქცევას,ტონუსში მოყავს სისხლძარღვები,აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ასევე კანის ფერსა და ტონუსს.                                                                                                                   პროცედურა ტარდება ისეთი ჩვენებების დროს როგორიცაა ნევროლოგიური დაავადებები-ნერვული ქსოვილის ანთებითი დაავადება,სახის კუნთის პარეზი,კუნთების ატროფია, უროლოგიური დაავადებები-ქრონიკული პროსტატი და იმპოტენცია, ჭარბი წონა. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები-სქოლიოზი,მენჯ-ბარძაყის დისპლაზია, ვენური და ლიმფური უკმარისობა.                                                                                                                                                                                                          

> დადებითი ეფექტები:

  1.  კუნთებისა და ქსოვილების მუშაობის გაუმჯობესება;
  2.  კანისა და კუნთოვანი ქსოვილის ტონუსის გაუმჯობესება;
  3.  ფიგურის კორექცია; 
  4.  სხეულისთვის სასურველი ფორმის მიცემა;
  5.  გამოიყენება ჭარბი წონის მკურნალობის პროგრამაში;