მასაჟი

კლინიკა ბიუთი მედიში, სპეციალურად მოწვეული მასაჟისტი, თათა მაზანაშვილი გაგიწევთ მომსახურებას.

იგი ატარებს სამი ტიპის მასაჟის პროცედურას: ანტიცელულიტური და სარელაქსაციო მასაჟი, მთლიანი სხეულის პილინგი.

თითოეული პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ საათს. კლინიკაში დაგხვდებათ მყუდროდ მოწყობილი მასაჟის კაბინეტი, რაც თქვენს განტვირთვას უფრო სასიამოვნოს გახდის.

 მოდით, განვიხილოთ თითოეული პროცედურა ცალკ-ცალკე:

ანტიცელულიტური მასაჟი: ანტიცელულიტური მასაჟის შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და იმ ცხიმოვანი უჯრედების დაშლა, რაც ჩალაგებულია ჩვენს სხეულში და არასასიამოვნო,,ფორთოხლის" ეფექტს გვაძლევს. დამერწმუნებით, რომ ნებისმიერი ქალბატონის პრობლემაა ცელულიტი და რამდენიმე პროცედურის შედეგად, პრობლემური ზონები ალაგდება და ჩვენი სხეული ბევრად უფრო მიმზიდველი და გამკვრივებული იქნება.

სარელაქსაციო მასაჟი:  ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები  ბევრ საკითხს განიცდიან და ისტრესებიან, ეს ყოველივე ჩვენს ორგანიზმზე და შრომით ყოფაზე ძალიან მოქმედებს, იჭიმება კუნთები, იკვრება სხეული და ჩვენი ძილი არასრულფასოვანია დაჭიმული და გადაღლილი კუნთების გამო, რის შედეგადაც გაღვიძების დროს გვრჩება შეგრძნება, რომ ძილი არ გვეყო, სწორედ ამიტომ, არის აუცილებელი სარელაქსაციო მასაჟი, რისი საშუალებითაც ხდება დაჭიმულობის მოხსნა სხეულზე,სისხლის უკეთ მიმოქცევა  და შრომისუნარიანობის აღდგენა.

ტანის პილინგი:ტანის პილინგი არის დამამშვიდებელი და დაბერების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური მეთოდი,რომელიც ნაზად ქერცლავს კანს , აშორებს მკვდარ უჯრედებს და აჩქარებს უჯრედულ განახლებას , აღადგენს მოდუნებულ კანს, შედეგად კანი ხდება ხასხასა, რბილი და ატლასისებრი.

საჭიროებს წინასწარი ჩასაწერა:

+995 597 00 44 22

გელოდებით ყოველდღე (10:00-20:00)

 ჩვენი მისამართია: გლდანი, აკაკი ვასაძის 2ა (მეტრო ახმეტელთან)