კავიტაცია თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში ცხიმების გამოდევნის არაქირურგიული ალტერნატივაა,როცა ნორმალური წონის ადამიანს სხეულზე აღენიშნება ეგრეთწოდებული სხიმოვანი მასები,რომლებიც არ ექვემდებარება არც დიეტასა და არც ფიზიკურ ვარჯიშს. მსგავსი ტიპის ცხიმოვანი მასები ძირითადად განლაგებულია მუცელზე ,თეძოებსა და გალიფეს მიდამოში,და ეს შეიძლება განპირობებული იყოს ჰორმონალური თავისებურებებით და მათი გამოდევნა ამ ადგილებიდან შეიძლება პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს. კავიტაცია არ საჭიროებს ნარკოზს,რეაბილიტაციას,არ ზიანდება კანის მთლიანობა და არ ტოვებს სხეულზე ნაწიბურებს.მისი ეფექტურობა დადსტურებული მსოფლიოს მაშტაბით ათასობით ექიმის გამოცდილებით. კავიტაცია უნიკალურია იმითაც, რომ ზემოქმედება ხორციელდება ნებისმიერ პრობლემურ ზონაზე,ცხიმოვანი ნადების მოცილებასთან ერთად ხდება კანის მოჭიმვა.დაშლილი ცხიმის ორგანიზმიდან გამოდევნა 1 კვირას გრძელდება თუმცა შედეგი პირველივე პროცედურის დასრულებისთანავე სახეზეა,დამუშავებული ზონის გარშემოწერილობა მცირდება. პროცედურის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დასაშლელი ცხიმის ოდენობაზე,საშუალო მკურნალობის დრო 1 თვეა. პრესოთერაპია RF-ლიფტინგთან კომბინაციაში ტარდება ,რომლის საშუალებითაც ცხიმების დაწვის შემდგომ მოდუნები კანის გაზრდა და მოჭიმვა ხდება.ცხიმოვანი უჯრედების დაშლის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტი უჯრედშორის სივრცეში ხვდება,იქედან კი ლიმფურ სისტემაში,შემდეგ კი მეტაბოლური პროცესებით ორგანიზმიდან გარეთ გამოიყოფა,10% სისხლი შეიწოვს.კავიტაცია არ აზიანებს უჯრედებსა და ქსოვილებს,ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას,კანი ხდება ელასტიური და მკვრივი.კავიტაციით ასევე შეიძლება ლიპისაქციის შედეგად წარმოშობილი დეფექტების კორექცია,არ რჩება კვალი,კანის ფერი არ იცვლება,არ ახასიათებს უკუჩვენება,აკრძალულია ორსულთათვის და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის,ასევე სხეულზე ღია ჭრილობების და სხვა დაზიანებების მქონეთათვის.