ფიზიოთერაპევტი

ფიზიკური ფაქტორები მუდმივად მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე და გარკვეულწილად ფიზიოლოგიურ გამაღიზიანებლებს წარმოადგენენ.მათ გამოყენებას სამკურნალო მიზნით ფიზიოთერაპია ეწოდება.                                                                                                                                                                               ფიზიკური ფაქტორები აიძულებენ გარკვეულ ორგანოებს და ორგანოთა სისტემებს,უფრო აქტიურ ფუნქციონირებას,რითაც ხელს უწყობენ მისი ნორმალური მდგომარეობის აღდგენას, რომლის მოშლაც მოხდა ავადმყოფობის ან რაიმე დაზიანების,ტრამვის შედეგად. შედეგი განისაზღვრება ზემოქმედების ადექვატურობით,დოზირებით იმ ორგანოს თუ ქსოვილის, რომელზეც უნდა მოხდეს ფიზიკური ფაქტორის ზემოქმედება სამკურნალო მიზნით. სწორედ ამიტომ მოქმედების ხასიათის მიხედვით ყოფენ შემდეგ ჯგუფებს-აღდგენითი თერაპია და ფიზიოთერაპია,რომელიც მოიცავს შემდეგ სამკურნალო მეთოდებს:                                                                                           მანუალური თერაპია,ფონოფორეზი,ელექტროფორეზი,კვანტური თერაპია,ლაზეროთერაპია,მიოსტიმულაცია,პრესოთერაპია,კავიტაცია,კრიოლიპოლიზი.                                                   ალტერნატიული მედიცინა-ოზონოთერაპია,რეფლექსოთერაპია,ჰირუდოთერაპია,პლაზმოპუნქტურა.                                                                                             ფიზიოთერაპიული პროცედურების დადებითი ეფექტებია- მაღლა სწევს წნევას,აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებენ აღდგენით და ცვლის პროცესებს,ეხმარება ორგანიზმს ნერვული მოშლილობების მოწესრიგებაში, ამაღლებს შრომისუნარიანობას,აქვს რელაქსაციური მოქმედება.                                                                                                                                                                          ფიზიოთერაპია-ამცირებს გართულებების რისკს,რეაბილიტაციის პერიოდს,ზრდის ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში რემისიასა და გამწვავებებს შორის ინტერვალს.                                                                             ფიზიოთერაპია წარმოადგენს შესანიშნავ პროფილაქტიკურ საშუალებას.