ალერგია პათოლოგიურად გაძლიერებული იმუნური რეაქციაა სხვადასხვა ტიპის გამაღიზიანებელზე.ალერგიის შედეგად , შიძლება განვითარდეს ისეთი ტიპის დაავადებები, როგორიცაა ასთმა,ჭინჭრის ციება, ატოპიური დერმატიტი,ანაფილაქსია და ა.შ აქედან გამომდინარე,დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადად ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას და შესაბამისად მის კორექტირებას. სასუნთქი სისტემის პრევენციისა და შემდგომი მკურნალობის მიზნით ტარდება ალერგიული სინჯები სხვადასხვა მედიკამენტებზე. ტარდება კომპიუტერული სპიროგრაფია. ალერგოლოგიული მომსახურების კომპლექტი მოიცავს ექიმი ალერგოლოგის კონსულტაციას, დიაგნოსტიკას,ალერგენებზე სინჯების ჩატარებას,სისტემურ დესენსიტიზაციას და სხვა მასთან ასოცირებულ სერვისებს. ახალგაზრდებში ხშირია სასუნთქი გზების ალერგია,რომელსაც იწვევს ოთახის და მცენარეული მტვერი,კვებითი ალერგია.საფხულში კი ვხვდებით მწერის ნაკბენით გამოწვეულ ალერგიას,რომელსაც გამოვლენისთანავე უნდა მიექცეს ყურადღება,წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება გართულდეს,იშვიათ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიში რეაქციაც გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებელია ალერგოლოგთან ვიზიტი იმისთვის,რომ ზუსტად დადგინდეს ალერგიის გამომწვევი მიზეზი და მის საფუძველზე ჩატარდეს სწორი მკურნალობა. თვითმკურნალობა არარის სწორი და გართულების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს. თუ ადამიანი დროულად მიმართავს ექიმ ალერგოლოგს შესაძლებელია ალერგიისგან სრული განკურნებაც,თუმცა , რა თქმა უნდა ,ყველაფერი ინდივიდუალურია და დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე არის დამოკიდებული.