უროლოგი

უროლოგია არის მედიცინის დარგი,რომელიც მოიცავს მამაკაცისა და ქალის საშარდე სისტემისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების დაავადებებს.                                                                                                          უროლოგიური დაავადებებია- თირკმლისა და შარდსაწვეთის კენჭები, პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება,თირკმლის სიმსივნე,პროსტატის სიმსივნე, სათესლე ჯირკვლის სიმსივნე, შარდის ბუშტის სიმსივნე, სასქესო ასოს სიმსივნე, ურეთრის სიმსივნე, სქესობრივი დისფუნქცია, მამაკაცის უნაყოფობა, მენჯის ტკივილი, უროლოგიური ინფექციები, შარდ-სასქესო სისტემის ანომალიები,შარდის შეუკევბლობა.                                                                                                                  ქალთა უროლოგია-შარდის შეუკავებლობის მინიმალურ-ინვაზიური მკურნალობა, შარდოვანი ფისტულების ლიკვიდაცია                                                                                                                                                                             ბავშვთა უროლოგია-ბავშვთა თანდაყოლილი ანომალიების კორექცია, კრიპტორქიზმის (სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობა) მკურნალობა, ჰიპოსპადიის და ეპისპადიის ქირურგიული მკურნალობა.                                                                                                                                                                          ანდროლოგია-სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა,ერექციული დისფუნქციის მკურნალობა.                                                                                                                                                                          უროლოგი არის ექიმი რომელიც კონსულტაციისა,და შესაბამისი დიაგნოსტიკის საფუძველზე მკურნალობს საშარდე გზების ინფექციებს და მამაკაცის რეპროდუქტოლოგიურ სისტემას,მკურნალობის,როგორც კონსერვატიული ისე ქირურგიული ჩარევით.                                                                      ინსტრუმენტულ გამოკვლევებში შედის -ცირკუმციზიო(წინდაცვეთა), ცისტოსკოპია, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა,ლითოტრიპსია(კენჭების დაშლა მასზე მიმართული ძლიერი ენერგეტიკული დარტყმის მეშვეობით),ექსკრეტორული უროგრაფია(ინტრავენურად საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა და სერიული რენტგენოგრაფია დროის განსაზღვრული ინტერვალებით),ლაბორატორიული ანალიზი,ნაცხის ბაქტერიოსკოპია.