პედიატრიული სამსახურის ფუნქციაა 0 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა,დაავადების შემთხვევაში პაციენტის შეფასება,გამოკვლევა და მართვა,ახალშობილთა პატრონაჟი,ადექვატური და ეფექტური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა პედიატრია მედიცინის მნიშვნელოვანი დარგია და ძირითადი მიზეზი რის გამოც შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე მნიშვნელოვნად ,არის ის, რომ მიდგომები ჯანმრთელი ბავშვის დაავადების მკურნალობისა და მოვლისა განსხვავდება იმ მიდგომებისგან,რომელიც გამოიყენება მედიცინაში მოზრდილი ადამიანის მიმართ. ბავშვს ახასიათებს ემოციური,ანატომიური და იმუნოლოგიური უმწიფრობა,რისგამოც მისთვის დამახასიათებელია ისეთი დაავადებები,რომლელიც მოზრდილებში იშვიათად გვხვდება, და მიმდინარეობა-განკურნება დამოკიდებულია ბავშვის სიმწიფის ხარისხზე. ბაშვი ინდივიდუალურად რეაგირებს გარემო პირობებზე,კვებით მოთხოვნილებებზე,უჩნდება ინფექციებზე წინააღმდეგობის გაწევის და სხვადასხვა დაავადების გადატანის უნარი. მკურნალობისთვის ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული სამკურნალო პრეპარატები დოზირებულად. პედიატრი არის ყველაზე პირველი და მნიშვნელოვანი ექიმის სპეციალისტი,რომელიც ზრუნავს ბავშვის ჯანმრთელობაზე,და მისი მეთვალყურეობის პროცესში იმყოფება დაბადების პირველივე წუთებიდან.მის კომპეტენციაში შედის ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა,მკურნალობა და პროფილაქტიკა,მკურნალობის დროულად და სწორად დანიშვნა. პედიატრს გააჩნია მრავალპროფილური სამედიცინო ცოდნა მედიცინაში რაც საშუალებას აძლევს გამოავლინოს და უმკურნალოს პრაქტიკულად ყველა დაავადებას, გულ-სისხლძარღვთა,სასუნთქი,საჭმლის მომნელებელი,ნერვული და იმუნური სისტემებს, ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებს,შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებს,თანდაყოლილ ანომალიებს და მეტაბოლურ დარღვევებს. პედიატრი აგრეთვე ნიშნავს ლაბორატორიულ კვლევებს,ულტრაბგერით კვლევებს. ასევე არანაკლებ მნიშძვნელოვანია დაავადებათა პროფილაქტიკა(აცრები)