რევმატოლოგია

რევმატოლოგია

რევმატოლოგია მედიცინის სპეციალიზაცია, რომელიც შეისწავლის სახსრების, მყესების, სისტემურ აუტოიმუნურ და სხვა 200 -ზე მეტ დაავადებას. რევმატოლოგიური დაავადებები გამოირჩევა ქრონიკული მიმდინარეობით, ასევე აუტოიმუნური პათოლოგიები პროგრესირებით და სისტემური დაზიანებებით. ხშირად ზიანდება გული, თვალი, თირკმელები და სხვა. ამიტომ დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია .
დიაგნოსტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ლაბორატორიული, ულტრასონოგრაფიული და რადიოლოგიური კვლევა, ასევე დაავადების ისტორია. ძირითადი გამომწვევი მიზეზებია: მემკვიდრეობითი განწყობა, თანდაყოლილი ანომალიები, ხშირი გაციება, გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა ან პირიქით ადინამია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. მაპროვოცირებელია: სიმსუქნე, არაჯანსაღი ცხოვრების წესი , კვება და ა.შ.
ყველაზე გავრცელებული რევმატოიდული დაავადებებია: ოსტეოართროზი, რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა.
რევმატოიდული ართრიტი-სახსრის ანთება მიმდინარეობს სახსრების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მნიშვნელოვანი დაზიანებით:ტკივილი , დეფორმაცია, შეშუპება. პროცესში შეიძლება ჩაერთოს პრაქტიკულად ყველა სახსარი. მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს როგორც მედიკამენტოზურ ასევე ფიზიოთერაპიულ საშუალებებს და გამაჯანსაღებელ პროცედურებს .
ოსტეოართროზი-სახსრის ყველაზე გავრცელებული,ქრონიკული დაავადებაა.ამ დროს მიდის დეგენერაციული ცვლილებები სახსრის ხრტილში.ხდება ოსტეოსკლეროზი და ოსტეოფიტები ვითარდება(ძვლოვანი წანაზარდები).დაავადება მეტწილად გავრცელებულია ქალებში,მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორები,ასაკი,ჭარბი წონა,დატვირთვა,მჯდომარე რეჟიმი.დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია დაზიანებული სახსრის რენტგენოგრაფია,ლაბორატორიული კვლევები.მკურნალობა მოიცავს მედიკამენტოზურ,ფიზიოთერაპიულ მკურნალობას,ცურვა,მასაჟი,წონის კორექცია.
პოდაგრა-ძირითადად აზიანებს ქვედა კიდურების სახსრებს .იგი მეტაბოლური დაავადებაა,რომელსაც განაპირობებს პურინული ცვლის დარღვევა .სისხლში იმატებს შარდმჟავა. წარმოიქმნება კრისტალური ურატები,რომელიც ლაგდება მყესში,ხრტილში სახსროვან ნაწილში.ვითარდება ანთებითი პროცესი მწვავე ტკივილით.ძირითადად ღამით.გამოხატულია შეწითლება,შეშუპება.დაავადება გავრცელებულია უფრო ხშირად მამაკაცებში.მკურნალობაში მნიშვნელოვანია დიეტა,პურინებით მდიდარი საკვების ამოღება რაციონიდან,ალკოჰოლის შეზღუდვა,ფიზიოთერაპია და მედიკამენტოზური მკურნალობა.
დაავადების დასადასტურებლად ძალიან ინფორმაციულია შემდეგი კვლევები:
C რეაქტიული ცილის განსაზღვრა ციცხლის შრატში;
შარდმჟავას განსაზღვრა სისხლში;
რევმატოლოგიური ფაქტორის განსაზღვრა სისხლში;
ანტი- CCP;
სახსრის რენტგენოგრაფია.
რევმატოლოგიური დაავადეების მკურნალობაში ასევე წარმატებით გამოიყენება სახსარშიდა ინექციები (ჰიალურონის მჟავა ,საჭიროების შემთხვევაში ჰორმონი).