ოტო-რინო-ლარინგოლოგია

ოტო-რინო-ლარინგოლოგია

ოტორინოლარინგოლოგი მკურნალობს პაციენტებს, რომელებასაც აწუხებთ:  ყურები, ცხვირი, ზედა სასუნთქი გზების დაავადებები ან ყელში არსებული პრობლემები, ასევე მასთან დაკავშირებული უბნები.  ბოლო 50 წლის განმავლობაში, სპეციალობა გაფართოვდა და დღესდღეობით იგი მოიცავს თავისა და კისრის ყველა სტრუქტურას, თვალებისა და ტვინის გარდა.

პაციენტის სიპტომების მიხედვით ოტოლარინგოლოგი ატარებს გამოკვლევებს, ხშირად სპეციალიზებული აღჭურვილობის გამოყენებით, დაავადებების დიაგნოსტიკისთვის.

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს აქვს შემდეგი სიმპტომები,  მაშინ იცოდეთ რომ დროულად უნდა მიმართოთ ოტორინოლარინგოლოგს:

  • ყურების, ცხვირის ან ყელის ტრავმა ან დაზიანება
  • ნერვული პრობლემები ყურებში, ცხვირში ან ყელში
  • ტკივილი ყურებში, ცხვირში ან ყელში
  • სმენის გაძნელება ან დაკარგვა
  • ყურის, ტონზილების, სინუსების ან ადენოიდების ინფექციები
  • წყალი ყურში ცურვის შემდგომ
  • ყურების ხმაური ან ტინიტუსი
  • ყურის, ცხვირის ან ყელის თანდაყოლილი დეფექტები
  • სუნთქვის პრობლემები
  • ასთმის ან ალერგიის სიმპტომები
  • ცხვირიდან სისხლდენა
  • ცხვირის შეშუპება
  • მეტყველების ან ყლაპვის გაძნელება

თუ თქვენ ჩამოთვლილთაგან  გაქვთ რომელიმე  პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ყურებზე, ცხვირზე, ყელზე ან  მასთან დაკავშირებულ ზონაზე, საჭიროა ჩაეწეროთ ოტორინოლოგთან ვიზიტზე.

 

 

 

ჩასაწერად აუცილებელია წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი ექიმთან

დარეკეთ ნომერზე: +995 597 00 44 22 ან 032 2 20 65 65