ნევროლოგია

ნევროლოგია

ნევროლოგია არის სამედიცინო სპეციალიზაცია,რომელიც სწავლობს ნერვული სისტემის სტრუქტურას, ფუნქციას როგორც ნორმას, ასევე პათოლოგიას. ნერვული სისტემა, არეგულირებს და კოორდინაციას უწევს სხეულის აქტივობებს და მას აქვს ორი ძირითადი განყოფილება:
ცენტრალური ნერვული სისტემა, რომელიც აერთიანებს თავისა და ზურგის ტვინს და პერიფერიული ნერვული სისტემა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მაკავშირებელი, გადამცემია თავის ტვინს,ზურგის ტვინს და დანარჩენ სხეულს შორის.
ნევროლოგი მკურნალობს ისეთ დაავადებებს, როგორიცააა:
ეპილეფსია;
ინსულტი;
პარკისონის დაავადება;
გაფანტული სკლეროზი;
ალცჰეიმერის დაავადება;
სხვადასხვა ეტილოგიის ნევრალგიები და ა.შ .
ნევროლოგიური გამოკვლევის დროს ინსტრუმენტები, როგორიცაა: განათება და რეფლექსური ჩაქუჩები, შეიძლება გამოყენებულ იქნას ნერვული სისტემის შესაფასებლად. ასევე შეიძლება შემოწმდეს მოტორული უნარები, ბალანსი, კოორდინაცია და გონებრივი მდგომარეობა.
მკურნალობის პროცესში დადებითი ეფექტის მისაღწევად მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად ზოგჯერ აუცილებელია ფსიქოთერაპევტის, რეაბილიტოლოგის, ფიზიოთერაპევტის ჩართულობა.