მიოსტიმულაცია

მიოსტიმულაცია

მიოსტიმულაცია -ელექტროთერაპიის არამედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდია ,რომლის დროსაც კანსა და კანქვესა ქსოვილებზე ელექტრული ველის უშუალო ზემოქმედება ხდება.კუნთების ბოჭკოები იმპულსების ზეგავლენით აქტიურად იკუმშება და ეფექტურად გამოიყენება  კუნთის განლევის ,სისუსტის ,დაქვეითებული ტონუსის სამკურნალოდ: ტრავმის შემდგომი ატროფია,ზურგის კუნთების სტიმულირება სქოლიოზის,ოსტეოქონდროზის დროს,წონის და ფიგურის კორექცია . მისი უპირატესობაა ის ,რომ  გამოიყენება იმ შემთხვევებშიც კი, როცა მასაჟი უკუჩვენებაა (ანთება,სიმსივნური დაავადება,დისპლაზია და ა.შ).

პროცედურის დროს ელექტროდები მაგრდება სხეულის გარკვეულ ნაწილებზე,რომლებიც ასევე სპეციალისტის მიერ შერჩეული სიხშირის იმპულსებს გადასცემს სხეულს .კუნთები იწყებს მუშაობას ,როგორც ვარჯიშის,დატვირთვის დროს,თუმცა გაცილებით უფრო ეფექტურად.შედეგად იმატებს კუნთის ტონუსი,მცირდება ცხიმოვანი ქსოვილი,გამოიდევნება ტოქსინები,უმჯობესდება კანის სტრუქტურა…

მკურნალობისათვის მიზანშეწონილია დაახლოებით 10-20 პროცედურა  დღეგამოშვებით ან ყოველ მესამე დღეს.

ჩვენთან პროცედურა ტარდება უახლესი ჩეხური ალვის აპარატით