კრიოლიპოლიზი

კრიოლიპოლიზი

კრიოლიპოლიზი

რა არის კრიოლიპოლიზი?

კრიოლიპოლიზი არის სიმსუქნესთან ბრძოლის და სხეულის კორექციის ახალი, მაგრამ უკვე კარგად აპრობირებული მეთოდი .ლიპოლიზი(ცხიმის დაშლა) ხდება აპარატურული არაინვაზიური მეთოდით,რომელსაც საფუძვლად უდევს პრობლემურ ზონაზე დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება(-5 გრადუსი),რაც იწვევს ცხიმის უჯრედების სწრაფ სიკვდილს (აპოპტოზს).პროცედურის შედეგად ცხიმის მოცულობა მცირდება კონკრეტულ უბანში კანის  დაზიანების გარეშე  და უმტკივნეულოდ.სხეულის ფორმირება  ხდება ქირურგილი ჩარევის გარეშე.

პროცედურის აღწერა და უპირატესობა

 კრიოლიპოლიზის აპარატი შექმნეს ამერიკელმა მეცნიერებმა როქს ანდერსონმა და დიტერ მანშტაინმა 2008 წელს . მისი მუშაობის პრინციპია ის, რომ ცხიმის ფენის კომპონენტებს არ გააჩნიათ დაცვის მექანიზმი სიცივის გავლენისგან ,შესაბამისად ,ცივ გარემოში დიდი ხნით დაყოვნებისას ირღვევა ცხიმოვანი უჯრედები და მათი უმეტესი ნაწილი კვდება .დანარჩენი ქსოვილები (მაგ.ცილები… ) მდგრადია სიცივის მიმართ და არ ხდება მათი დაზიანება .აპარატი გააზრებულად და მიზანმიმართულად მოქმედებს, რაც დიდი უპირატესობაა აღნიშნული პროცედურის .

სეანსის დროს პაციენტი ზის ან წევს .სპეციალური ანტიფრიზული საფენი ედება სამუშაო ზონას კანის დასაცავად,აპლიკატორი ვაკუუმით ან მის გარეშე თავსდება მასზე და ვიწყებთ პროცედურას.შეგრძნება აქვთ მხოლოდ სიცივის,იშვიათ შემთხვევაში უმნიშვნელო წვის და დაბუჟების.გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს .აპლიკატორის მოხსნის შემდეგ ადგილობრივად  უმნიშვნელო სიწითლე და მოლურჯო ელფერი შეიძლება იყოს ,რომელიც მალევე გადადის.პაციენტს შეუძლია დაყოვნების გარეშე გააგრძელოს დღე.

 

 როგორი ინტერვალით კეთდება?

კრიოლიპოლიზი  რეკომენდირებულია ჩატარდეს თვეში მხოლოდ ერთჯერ.ცხიმიხ დაშლა საბოლოოდ ხდება ღვიძლში ,ხოლო დაშლის პროდუქტები ორგანიზმიდან თანდათანობით  გამოყოფა  ლიმფის  და სისხლის გზით. შესაბამისად , პროცედურის მცირე ინტერვალით ჩატარება გამომყოფი სისტემის გადატვირთვას იწვევს.

შეიძლება ერთ მოსვლაზე რამდენიმე ზონის გაკეთება?

ერთი სეანსის ფარგლებში ცხიმოვან უჯრედებზე ზემოქმედება არ შეიძლება ერთ საათზე მეტ ხანს.თუ კეთდება გალიფეს ზონა ,გვერდები,დუნდულოები ,ანუ სხეულის ის ნაწილები, რომელიც მოითხოვს ორ ზონაზე მუშაობას, შესაძლებელია  პროცედურა ჩატარდეს ორივე უბანზე 30-30წუთით.ხოლო მუცლის შემთხვევაში 45 წუთით.

სხვა პროეცედურის გაკეთება თუ შეიძლება კრიოლიპოლიზთან ერთად?

კრიოლიპოლიზთან ერთად იმავე დღეს არ შეიძლება ჩატარდეს პროცედურა ,რომელიც იწვევს ასევე ცხიმის დაშლას .მაგალითად კავიტაცია.მაგრამ შესაძლებელი და რეკომენდირებულიც არის ჩატარდეს პრესოთერაპია (აპარატურული ლიმფოდრენაჟი),მანუალური მასაჟი .ვაკუუმ მასაჟი მეტაბოლიზმის გასაძლიერებლად და სწრაფი დრენაჟისთვის.

 

რამდენ ხანში აქვს პაციენტს შედეგი?

კრიოლიპოლიზის შედეგი დგება პროცედურიდან 15-30 დღის შემდეგ და ლაგდება ცხიმის 20-40 %.

ყველას შეუძლია ჩაიტაროს ეს პროცედურა?

პროცედურის ჩვენებაა : ჭარბი წონა ,ცხიმოვანი ქსოვილების არათანაბარი და არასწორი ჩალაგება,სხვადასხვა ზონებზე ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი,რომელის ხანგრძლივად დეპონირდება ,ალიმენტურ-კონსტრუქციული, ენდოკრინული დარღვევები,მჯდომარე,პასიური ცხოვრების წესი .

  არის რაიმე კვლევა აუცილებელი სანამ კრიოლიპოლიზსს ჩავიტარებთ?

 

პროცედურის უკუჩვენებებია :

  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • ჭრილობები და ნაწიბურები სამუშაო ზონაზე;
  • ცხიმოვანი ფენის სიმცირე(1-2 სმ ზე ნაკლები),რათა არ მოხდეს ღრმა ქსოვილებზე და ორგანოებზე სიცივის ცუდი ზემოქმედება;
  • ალერგია სიცივეზე;
  • თიაქარი ექსპოზიციის ზონაზე;
  • რეინოს სინდრომი;
  • კარდიომიოსტიმულატორები;
  • მწვავე დერმატიტი;
  • სისხლის დაავადებები;
  • ღვიძლის და თირკმლის მწვავე უკმარისობა:
  • საკვერცხის კისტა (მუცლის მცირე მენჯის ნაწილის კრიოლიპოლიზისას);
  • არაა რეკომენდირებული უშუალოდ მენსტრუალური ციკლის პერიოდში.

ანამნეზის შეგროვებისას სპეციალისტი განსაზღვრავს თერაპევტის ან ენდოკრინოლოგის ჩართვის აუცილებლობას.

რა რეკომენადციები უნდა დაიცვას პაციენტმა კრიოლიპოლიზის პროცედურების დროს? 

ზოგიერთ შემთხვევაში რეკომენდირებულია თერაპევტის კონსულტაცია ,მიმოხილვითი ექოსკოპია და ეფექტის შენარჩუნებისთვის ენდოკრინოლოგის ჩართულობა,რათა გამოირიცხოს სიმსუქნის გამომწვევი დაავადებები (ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია,დიაბეტი,ინსულინრეზისტენტობა…).

პროცედურისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არაა.პროცედურა ანესთეზიას და რეაბილიტაციას არ საჭიროებს ,არატრამვულია.აქვს გრძელვადიანი ეფექტი.ზონაზე 20-40% ცხიმის ქრება 1 პროცედურაში.დამატებითი ეფექტებია:ადგილობრივად კანის სტრუქტურის გაუმჯობესება ,მეტაბოლიზმის გაუმჯობესება ,ტოქსინების გამოყოფა,სტაგნაციის პროცესის შეფერხება.რეკომენდირებულია მეტი სითხის მიღება,მოძრაობა,ცხიმიანი ,კალორიული საკვების შეზღუდვა.

*რამდენ პროცედურაში ვიღებთ სასურველ შედეგს?

მცირე მოცულობის ცხიმის შემთხვევაში საკმარისია 1-2 პროცედურა ,დიდი მოცულობის შემთხვევაში 4 პროცედურა 1 თვიანი ინტერვალით.რათადაშლის პროდუქტებმა არ გადატვირთონ გამომყოფი სისტემა.

ეფექტის გასაძლიერებლად  და შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია :ფიზიკური აქტივობა ,ჯანსაღი კვება,ვაკუუმ როლერი .