კარდიოლოგია

კარდიოლოგია

კარდიოლოგი

კარდიოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს გულისა და გულსისხძარღვთა დაავადებებს, მათ ეტიოლოგიასა და პათოგენეზს. საქართველოში აღნიშნულ დაავადებებს გავრცელების მხრივ პირველი ადგილი უკავია. დაავადებათა სია დიდია:1.გულის ათეროსკლეროზული დაავადებები.2.გულის სარქვლოვანი დაავადებები.3.გულის ინფექციური დაავადებები.4.ესენციური ჰიპერტენზია.5.გულის თანდაყოლილი დეფექტები.

კარდიოლოგიის დარგის ქვესპეციალობა მოიცავს გულის ელექტროფიზიოლოგიას, ექოკარდიოგრაფიას, ინტერვენციულ კარდიოლოგიას და ბირთვულ კარდიოლოგიას.

ექიმი-კარდიოლოგი აგროვებს, სწავლობს პაციენტის ცხოვრების და დაავადების ანამნეზს, მათი დახმარებით სვამს სწორ დიაგნოზს და წარმართავს მკურნალობის სრულ კურს.

გულისა და გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა უდიდეს პრობლემას წარმოადგენს,  როგორც დაბალ ასევე მაღალგანვითარებად ქვეყნებში.

ექიმ-კარდიოლოგს უნდა მიმართოთ შემდეგი ჩვენებებისას:

  • ტკივილი გულ-მკერდის არეში;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • გულის ფრიალი;
  • გულის რიტმის დარღვევა;
  • ჭარბი წონა;

 

კლინიკა ბიუთი მედიში თქვენ შეძლებთ ჩაიტაროთ სრულყოფილი კარდიოლოგიური გამოკვლეა.  კონსულტაციას გაგიწევენ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექიმები.

ჩასაწერად აუცილებელია წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი ექიმთან

დარეკეთ ნომერზე: +995 597 00 44 22 ან 032 2 20 65 65