ბოტულინო თერაპია წარმოადგენს, ესთეტიკურ მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროცედურას, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვებრძოლოთ მიმიკურ ნაოჭებს. ამ დროს გამოიყენება ა ტიპის ბოტულინო ტოქსინი,რომელიც შეგვყავს დამიზნებით იმ კუნთებში, რომელებიც მიმიკური ნაოჭების წარმოქმნას განაპირობებენ. მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება, ნერვ-კუნთოვან სინოფში, იმპულსის გატარების ბლოკირებას. ეს პროცესი გრძელდება,დაახლოებით 4-6 თვის განმავლობაში ანუ 5-6 თვიდან კუნთი ისევ აქტიურ შეკუმშვას განაახლებს და პროცესი უბრუნდება საწყისს მდგომარეობას. რაც შეეხდება პროცედურის ჩატარებიდან, როდის დგება პირველი ეფექტი, ეს არის 3-4 დღე,თუმცა საბოლოო ეფექტის შეფასება შეგვიძლია დაახლოებით 10-14 დღისთვის. ასაკობრივ შეზღუდვებზე, როდესაც ვსაუბრობთ ძირითადად რეკომენდაციას ვუწევთ პაციენტმა დაიწყოს ბოტულინო თერაპია 30 წლის ზევით, თუმცა არსებობს ინდივიდუალური შემთხვევები, როდესაც ადამიანს აქვს გენეტიკური წინასწარი განწყობა ან აქტიური მიმიკა, ამ შემთხვევაში ბოტულინო თერაპიას შეგვიძია მივმართოთ 25 წლიდან.