ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია კანის გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაირსახეობაა. როგორც მოგეხსენებათ 25 წლის ასაკიდან იკლებს ჰიალურონის შემცველობა ორგანიზმში, აქედან გამომდინარე გვიწევს გარედან მივაწოდოთ კანს ეს საჭირო და მნიშვნელოვანი ნივთიერება. ჰიალურონის მჟავა პასუხისმგებელია: კანის დატენიანებაზე, სიმკვრივის აღდგენაზე, კოლაგენის და ელასტინის სინთეზის სტიმულაციაზე, სწორედ აქედან გამომდინარე 30 წლიდან ნებისმიერმა ადამიანმა ვისაც სურს ახალგაზრდობის და კარგი მდგომარეობის შენარჩუნება უნდა მიმართოს ბიორევიტალიზაციის პროცედურას. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბიორევიზანტის მთავარი შემადგენელი კომპონენტი არის, თავად ჰიალურონის მჟავა და ამ პროცედურის სიხშირე, დამოკიდებული არის რა თქმა უნდა კანის მდგომარეობაზე, თუმცა ძირითადად წელიწადში შეადგენს სამ პროცედურას. ამ პროცედურებს შორის შუალედი არის ერთი თვე. ბიორევიტალიზაციის პროცედურა არ არის მტკივნეული, ვინაიდან თვითონ პროცედურის ჩატარებამდე დაიტანება საანესთეზიო გელი, რაც პროცედურის მიმდინარეობას ნაკლებად მტკივნეულს ხდის, ხანგრძლივობა შეადგენს ოცდაათ-ორმოც წუთს.