ალერგოლოგია

ალერგოლოგია

ალერგია არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა სხვადასხვა გამაღიზიანებელზე. ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის უჩვეულო რეაქციას ალერგენებს უწოდებენ. ალერგია დღეს ყოველი მესამე ადამიანის პრობლემაა და  ეს მონაცემი ყოველწლიურად მატულობს. იგი 21-ე  საუკუნის დაავადებადაც კი აღიარეს.

ძირითად ალერგენებს წარმოადგენენ:

 

  • მცენარეების მტვერი;
  • ნესტი და ობი;
  • ცხოველის ბეწვი;
  • საყოფაცხოვრებო მტვერი;
  • მედიკამენტები;
  • საკვები პროდუქტები(თხილი,არაქისი,ნიგოზი,თაფლი.რძე,შოკოლადი…)

ალერგიას ამწვავებს ისეთი ფაქტორები ,როგორებიცაა:  პარფიუმი, დაბინძურებული ჰაერი, დაბალი ტემპერატურა, მზე, ნესტი, გამონაბოლქვი, თამბაქოს კვამლი, ქარი და ა.შ.

ალერგიის ძირითადი სიმპტომებია: ქავილი, გამონაყარი, შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, ცემინება და ა.შ

თუ თქვენ გაქვთ ალერგიის ნიშნები, მაშინ უნდა მიმართოთ ალერგოლოგს და ჩაიტაროთ გამოკვლევები ალერგენის დასადგენად.

 

ალერგიის დროული მკურნალობა საჭირო და აუცილებელია, რათა არ მოხდეს მდგომარეობის გაუარესება, რადგან ალერგია სიცოცხლისთვის საშიშიც კი შეიძლება იყოს.

ჩასაწერად აუცილებელია წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი ექიმთან

                     დარეკეთ ნომერზე: +995 597 00 44 22 ან 032 2 20 65 65