* პრესოთერაპია არის, ლიმფოდრენაჟის აპარატურული სახეობა პნევმომასაჟორით,რომლის დროსაც პრობლემურ ზონებზე ზემოქმედება ხდება შეკუმშული ჰაერით.
* პროცედურა ტარდება სპეციალური ქსოვილისაგან დამზადებული კოსტიუმით,რომელიც ჰაერით იბერება და კუნთებზე ,ცხიმოვან ქსოვილებზე,ლიმფურ და სისხლძარღვოვან სისტემებზე კონტროლირებადი ზეწოლის შესაძლებლობას იძლევა.
* პრესოთერაპიის ჩვენებებია: ქრონიკული შეშუპება, ცელულიტი, ვენური უკმარისობა, რევმატოიდური ართრიტი, სხეულის კორექცია, სტრესული მდგომარეობა, სისუსტე, დაღლილობა, უძილობა და პოტენციის დაქვეითება . პროცედურა აუმჯობესებს არტერიული და ვენური სისხლის მიკროცირკულაციას, ასევე აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ხდის გლუვს და ელასტიურს.
* ეფექტურია სხვადასხვა სახის შეშუპების შესამცირებლად, სხეული თავისუფლდება ზედმეტი ცხიმისა და სითხისგან არა მხოლოდ ქსოვილებიდან , არამდედ უჯრედშორისი სივრციდან, რაც გვიადვილებს სწრაფად და ჯანსაღად წონის დაკლებას. პრესოთერაპია ლიმფოდრენაჟის და ზოგადად სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ხარჯზე აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას , ხდება წონაში კლება,სხეულის კორექცია. გვეხმარება ცელულიტის დაძლევაში. გარდა ამისა აწესრიგებს ძილს, გამოყოფს უჯრედებიდან ტოქსინებს, იცვლება კანის სტრუქტურა და ფერი.
პროცედურა არის ძალიან სასიამოვნო და მისი დასრულებისთანავე იგრძნობა საოცარი სიმსუბუქე და ფორმების ცვლილება.
* პროცედურა გრძელდება 15-დან 45 წუთამდე.
* რაოდენობას განსაზღვრავს სპეციალისტი და ინდივიდუალურია პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. მაქსიმალური ეფექტისთვის საშუალოდ 10-15 პროცედურაა რეკომენდირებული.
* პროცედურებს შორის ინტერვალი მკაცრად განსაზღვრული არ არის. რეკომენდირებულია 2 დღიანი ინტერვალი.
* ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს და არც გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს.
* პროცედურის უკუჩვენებებია: ვარიკოზული ვენები, თრომბოზი, ათეროსკლეროზი, ორსულობა, ლაქტაცია და ციკლი.
კლინიკა ბიუთი მედი – როცა გინდა საუკეთესო
ჩასაწერად დაგვიკავშირდით წინასწარ
+995 597 00 44 22
(032) 2 20 65 65
ჩვენი მისამართია: გლდანი, აკაკი ვასაძის 2ა (მეტრო ახმეტელთან)